ახალი ამბები

ხაშურის მსგავსად, ნაგვის ურნები ქარელშიც ბალახით, ფოთლებით და ტოტებითაა გადავსებული

ხაშურელების მსგავსად, ქარელის მოსახლეობას ნაგვის ურნებში ყრის ბალახს,ფოთლებს, დიდი ზომის ხის ტოტებს და სამშენებლო მასალებს, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნაში ადგილი აღარ რჩება. 

ამავე თემაზე: “მოსახლეობას ვერ გავაგებინეთ, რომ ბალახი, ფოთოლი თუ ხის ტოტები ნაგვის ურნაში არ ჩაყარონ” – ვითარება ხაშურში

ქარელის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქეების ამგვარი ქცევა მათ პრობლემებს უქმნით. 

“ჩვენ ვემსახურებით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში, რისთვისაც ისინი იხდიან დასუფთავების გადასახადს. რაც შეეხება ბაღიდან გამოტანილ ფიჩხს, ფოთლებს, სამშენებლო მასალებს, მოსახლეობამ ეს ნარჩენები ურნაში არ უნდა ჩაყაროს, რადგან ამით ზიანდება როგორც ურნა, ასევე დასუფთავების ავტომობილი, რაც ჩვენც პრობლემებს გვიქმნის”, – ამბობს ზვიად მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ავტომანქანის შეკეთება უკვე რამდენჯერმე მოუწიათ.

“გაფუჭებული ავტომანქანის შეკეთება დროს მოითხოვს ,გარდა ამისა ჩვენ ქარელში ნარჩენებისთვის გამოყოფილი ტერიტორია არ გვაქვს. გორის ნაგავსაყრელზე ვახდენთ მის გადატანას. გაწამებულები ვართ მოსახლეობის უპასუხისმგებლო მოქმედებით”.

შექმნილი მდგომარეობით მოქალაქეებიც უკმაყოფილოები არიან, რადგან ხშირად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩასაყრელად ცარიელ ნაგვის ურნას საკუთარ ქუჩაზე ვერ პოულობენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი