ახალი ამბები

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა სამხარაძით ამაყობს

“ვამაყობ კახასნაირი მეგობრით !!!” – წერს სოციალურ ქსელში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძე. 

აბესაძემ ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სოციალურ ქსელში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის და ამჟამად სამგორის გამგებლის პოსტის “სქრინი” გავრცელდა, სადაც ის გუშინდელი აქციის მონაწილეებს აგინებს. 

““გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – დაწერა საკუთარ პოსტში კახა სამხარაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.