განტვირთვა

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესიას ახასიათებს საკუთარი არარაობის და უსუსურობის განცდა, სოციალური ურთიერთობებისაგან თავის არიდება და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, – გვეუბნება ფსიქოლოგი ეკა ჯაფიაშვილი და გვიზიარებს 3 რჩევას, რომლებიც დეპრესიის ამოცნობაში დაგვეხმარება. 


დაქვეითებული გუნება-განწყობილება, უიმედობისა და უმწეობის განცდა. ამ დროს ადამიანს გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება აქვს და ჰგონია, რომ უკეთესობისკენ არასოდეს აღარაფერი შეიცვლება

ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანი აზრების სიმცირეს განიცდის. მცირდება სიტყვების რაოდენობა, დროთა განმავლობაში ლაპარაკის სურვილი და თავში აზრების, ახალი იდეების ფორმირება.

მოტორული სფეროს შეფერხება – მოძრაობის შენელება. ქრება სიარულის სურვილი საერთოდ და ადამიანს ურჩევნია ლოგინში იწვეს, უმოქმედოდ იყოს.

დატოვეთ კომენტარი