ხაშურის მერია 100 ათასზე მეტს დახარჯავს საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციისთვის.
უწყება ტენდერს აცხადებს – შუშის ქარხნის დასახლებაში N8 საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციისთვის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 103 010 ლარია.
“სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამუშაოების დასრულება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 კალენდარული დღეში”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დატოვეთ კომენტარი