გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, შვებულებაში იმყოფება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ის ჯერჯერობით სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და შესაბამისი უწყებებიდან ელოდებიან ოფიაციალურ წერილს.
“მეც მედიის საშუალებით გავიგე, ჩემთვის არ არის დეტალები ცნობილი, მან გასულ კვირას დაწერა განცხადება შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით და ამჟამად იმყოფება შვებულებაში. მას შემდეგ, როცა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოდან მივიღებთ ოფიციალურ წერილს, სააგენტოს მხრიდან მოხდება ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა ქეთი დვალიშვილმა, კლუტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტების მენეჯერს, მაია შარაძენიძეს ანტიკორუფციული სამსახური ქრთამის აღებას ედავება. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
”მოზაიკას” ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერის წინასასამართლო სხდომა გაიმართა და აღნიშნული პიროვნება მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.