გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერი, მაია შარაშენიძე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მისი ადვოკატის ინფორმაციიით, საქმეზე უკვე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
“იქიდან გამომდინარე, რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ ამ საქმეზე უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი და ჩემი დაცვის ქვემ მყოფს, აღკვეთი ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა”, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერს, ქრთამის აღებას ედავებიან. კერძოდ, 26 მაისის ღონისძიებისთვის სააგენტომ გამარტივებული წესით შეისყიდა პიროტექნიკა ერთ-ერთი ინდ.მეწარმისგან. სწორედ აღნიშნულ შესყიდვაში აღმოაჩინა სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დარღვევები.