ახალი ამბები

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას”

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ახლა მთელი ჩვენი რესურსი სწორედ ამ კუთხით უნდა მოვმართოთ”, – ასე ეხმაურება ქარელელი სამოქალაქო აქტივისტი მამუკა მარღიშვილი ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას,

“სანამ ჩვენ იმის განხილვით ვართ დაკავებული რეზოლუცია ვის სანქცირებას ან ციხიდან გამოშვებას ეხება, ქვეყანამ შესაძლოა დაკარგოს ევროინტეგრაციის უნიკალური შანსი. თუმცა ეჭვგარეშეა, როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ახლა მთელი ჩვენი რესურსი სწორედ ამ კუთხით უნდა მივმართოთ”, – აცხადებს მარღიშვილი.

9 ივნისს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ, აგრეთვე რეზოლუციაში საუბარია ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებაზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.