ახალი ამბები

„დანაშაული უმცროსმა შვილმა ჩაიდინა, თუმცა მის ნაცვლად ჩემი უფროსი შვილი დააკავეს”

„დანაშაული უმცროსმა შვილმა ჩაიდინა, თუმცა მის ნაცვლად ჩემი უფროსი შვილი დააკავეს”, – ამის შესახებ, დაკავებული მამამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დაკავებულს იმ დანაშაულის დაფარვას ედავებიან, რომელიც გორში 3 დღის წინ მოხდა. 

“ჩემმა უმცროსმა შვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, რომელსაც არ ვამართლებ, არც ხელს ვაფარებ. მოხარული ვიქნები თუ დაიჭერენ და თავის სასჯელს მიიღებს, მაგრამ ამის გამო დააკავეს უფროსი შვილი, რომელმაც ნამდვილად არ იცოდა, რომ თავისი ძმა დანაშაულის ჩადენას აპირებდა ან სად იმყოფება. გაქცეულია ამჟამად. დააკავეს ჩემი უფროსი შვილი და სასჯელს აძლევენ 3 წელს. ედავებიან დანაშაულის დაფარვას”, – ამბობს დაკავებულის მამა.

მისივე ინფორმაციით, უფროსი შვილს, რომელიც დაკავებულია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“არ მინდა, რომ ჩემი უფროსი შვილი უმიზეზოდ დაისაჯოს, თან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ჯარიდანაც ამიტომ “დაბრაკეს”. ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონებს, რომელსაც ჩემმა უმცროსმა შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მინდა, რომ ჩემი უფროსი შვილი გადავარჩინო და იმ პატარას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს აუცილებლად. თუ გავარკვიე სად არის, აუცილებლად ჩავაბარებ პოლიციას” , – აცხადებს დაკავებულის მამა.

შემთხვევა გორში 3 დღის წინ მოხდა – არსებული ინფორმაციით, 2-მა არასრულწლოვანმა მაღაზია “ლიბრე” დააყაჩაღა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.