გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, მამუკა ფანიაშვილი გორის მერის მიერ რეორგანიზაციის ბრძანების გამოცემის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
ფრაქციის “საქართველოსთვის” წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და სთხოვა მერმა საკრებულოს დეტალურად წარუდგინოს გეგმა, რის მიხედვითაც აპირებს რეოგანიზაციას.
“ჩვენ ვთლით, რომ ამ საკითხში უნდა ყოფილიყო ჩართული საკრებულოც და პროცესი ყოფილიყო ჯანსაღი. მქონდა მოლოდინი, რომ უფრო ადრე დაიწყებდა რეორგანიზაციის პროცესს და თუ დაიწყებდა, ეს იქნებოდა გამჭირვალე. გუშინ, შემთხვევით ერთ-ერთი მედიასაშუალებით შევიტყვე, რომ მერს გამოუცია ბრძანება და დაიწყო რეორგანიზაცია. ეს როგორც ჩემთვის, ისე საკრებულოს ყველა წევრისთვის არის საინტერესო და კარგი იქნებოდა იყოს გამჭირვალე”, – განაცხადა ფანიაშვილმა.
ფანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა, მიმართონ გორის მერს აღნიშნულის შესახებ, რაზეც დავით რაზმაძემ თანხმობა განაცხადა.