ახალი ამბები

ქარელში 12 კლასი 532-მა მოსწავლემ დაასრულა – რას ურჩევს აბიტურიენტებს რესურსცენტრი

ქარელის მუნიციპალიტეტში წელს 12 კლასი 532-მა მოსწავლემ დაასრულა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე აბიტურიენტებს ურჩევს, რომ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

“აბიტურიენტებს ვურჩევ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოცდებს, რამდენადაც მის შედეგებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ვურჩევდი, სრულიად შეგნებულად ესწავლოთ და ეშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ფეხზე დადგეს და იქცეს დასავლური ცივილიზაციის ღირსეულ წევრად”, – ამბობს კობახიძე.

როგორც ცნობილია, ქარელის მუნიციპალიტეტში სულ 36 საჯარო სკოლაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი