“კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს”, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოებს მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“ ანხორციელებს, პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა”, – განმარტავს მერია.
ცნობისთვის, პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია.
დატოვეთ კომენტარი