ახალი ამბები

კასპის მერიამ საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „კასპს“ ინვენტარი გადასცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „კასპი“-ს სპორტსმენებს შეხვდა.

“ვახტანგ მაისურაძემ მერიის სპორტის დაწესებულებების გაერთიანებასთან ერთად, საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „კასპი“-ს ნორჩ სპორტსმენებს საჩუქრად კარატესა და ტაეკვანდოს ინვენტარი გადასცა”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერისგან კლუბმა მხარდაჭერის დაპირება მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.