ახალი ამბები

თამარ აფციაურის გათავისუფლება ცხოველთა უფლებადამცველებმა გააპროტესტეს

გორში, თამარ აფციაურის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ ცხოველთა უფლებადამცველები, ვეტერინარები და მოქალაქეები,  რომლებმაც აფციაურის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოდან გათავისუფლება გააპროტესტეს.

“ეს არის უდიდესი შეცდომა. უკეთილშობილესი ადამიანია, რომელსაც უსაზღვრო ემპათიის განცდა აქვს მიუსაფარი ცხოველების მიმართ. ყოფილა შემთხვევები, რომ თავისი სახსრებით უყიდია წამლები ძაღლებისთვის. თამარი არ იყო უბრალოდ დირექტორი, ის არის ცხოველთა უფლებადამცველი, ცხოველთა მოყვარული. ეს არის მისი მთელი ცხოვრების არსი – ვერც სააგენტო იარსებებს თამარის გარეშე და ვერც თამარი სააგენტოს გარეშე”, – ამბობს დავით რობაქიძე, ვეტერინარი-ტექნიკოსი.

აფციაურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. რაც შეეხება მის შემცვლელს, აფციაურის ნაცვლად, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს დირექტორად “ქართული ოცნების” აქტივისტი ბაქარ გიუნაშვილი ინიშნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.