ახალი ამბები

ხაშურში მოქალაქეებს ტრაქტორებით ხეები უკანონოდ გადაჰქონდათ 

ხაშურის სატყეო უბნის ძამის სატყეოში, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მუხლუხიანი ტრაქტორები, რომლებითაც მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამები ავრცელებს. 

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებები აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო სატყეო ფონდში გამოავლინეს მძიმე ტექნიკა. რომლებიც უკანონოდ გადაადგილდებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები