ახალი ამბები

“4 წელია ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ” – მერებაშვილის ოჯახი აქციას მართავს

გორში, საკრებულოს შენობასთან თორნიკე მერებაშვილის ოჯახი აქციას მართავს.

აქციაზე ოჯახის წევრებთან ერთად, თანასოფლელების იმყოფებიან. გარდაცვლილის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

თორნიკეს მამა ამბობს, რომ პროკურატურის ვერსია, თითქოს მის შვილს გზაზე მიმავალს ავტომანქანამ შემთხვევით გადაუარა ტყუილია. ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა, მერებაშვილები ფიქრობენ, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.

“4 წელია, ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ. ჩემი შვილი მანქანის დაჯახებით არ გარდაცვლილა, ეს არის შსს-ს და პროკურატურის მოგონილი ჭორი. ბევრი ექსპერტი შეეცადა გაეყალბებინა, მაგრამ ვერ შეძლეს. მივმართავ საკრებულოს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა ვიდეოს გვიღებს, ჩემ გვერდით უნდა იდგეთ განა ვიდეოს იღებდეთ”, – ამბობს მერაბ მერებაშვილი

ხელთუბანში მცხოვრები 18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

მერებაშვილის საქმეზე ამ დრომდე ერთი პირია დაკავებული.

დატოვეთ კომენტარი