ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ტირძნისი-დიცის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3.5 მლნ. ლარი დაიხარჯება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.
“პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
დატოვეთ კომენტარი