გორის ცენტრში გამართული აქციის მონაწილეებს, რომელიც თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა გამართა, პოლიციელები ფოტოებს უღებდნენ.
თორნიკეს მამამ, მერაბ მერებაშვილმა პოლიციელებს მეგაფონით მიმართა და ურჩია, ფოტოების გადაღების ნაცვლად აქციის მონაწილეების გვერდით დადგნენ და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვონ.
“პოლიციას მინდა მივმართო, თუ ხალხის მსახურები ხართ აქ უნდა იდგეთ, მანქანიდან კი არ უნდა გვიყურებდეთ და ვიდეოს გვიღებდეთ, მაგრამ თქვენ და ხალხი ძალიან შორი შორს არის”, – ამბობს მერებაშვილი.
აქციის მიმდინარეობას პოლიციის 5 ეკიპაჟი აკვირდებოდა.
ინფორმაციისთვის, მერებაშვილებმა გორის ცენტრში აქცია გამართეს და საქმის ობიექტური გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
დატოვეთ კომენტარი