ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინა 8 უკანონო სახერხი საამქრო.
“არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთი უკანონო საამქრო აღმოაჩინს ხაშურის მუნიციპალიტეტშიც.
“ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”, – განმარტავენ უწყებაში.
დატოვეთ კომენტარი