გორში, 1ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ცნობით, ღონისძიებები თეატრის სკვერში 12:00 საათიდან დაიწყება.
“მოზაიკა” გთავაზობთ აქტივობების ჩამონათვალს:
• კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით;
• გამოფენები სამხატვრო სკოლის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელების მონაწილეობით;
• ბავშთა გასართობი ცენტრების ანიმატორები იზრუნებენ პატარების საზეიმო განწყობის შექმნაზე;
• მოეწყობა სახეზე ხატვის კუთხე და ფოტოების გადასაღები სივრცეები.
გარდა ჩამოთვლილი აქტივობებისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სერგი მაკალათიას სახელობის, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საბრძლო დიდების მუზეუმში ღია კარის დღე იქნება მცირე და სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის. (უფასო მომსახურება, ლექცია- საუბრებით). საბრძლო დიდების მუზეუმში ასევე, მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.