გორში უკრაინისთვის შეგროვებულ მედიკამენტებს ვერ აგზავნიან. საუბარია 50 ათასი ევროს ღირებულების მედიკამენტებზე, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის შეგროვდა.
როგორც უკრაინის მხარდამჭერთა ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, შეფერხების მიზეზი ფინანსური პრობლემაა.
” შეგროვებული დახმარების გაგზავნას ფინანსების გამო ვერ ვახერხებთ. გვჭირდება დაახლოებით 2 000 დოლარი, რომ ეს 50 000 ევროს ღირებულების წამლები წავიღოთ. ახლა უკვე მესამე ტვირთს ვაგზავნით და საერთოდ აღარ გვაქვს თანხა, რომ საწვავი შევიძინოთ. პრაქტიკულად, მწვანე კორიდორი გვაქვს და თუ ეს ფული შეგროვდება, ამ ტვირთის ჩატანას უპრობლემოდ შევძლებთ”, – ამბობს ზაზა მეზვრიშვილი.
მისივე თქმით, პრობლემას საწვავით უზრუნველყოფაც მოაგვარებდა.
“თუ ვინმე საწვავით დაგვეხმარება, წავიღებთ. თუ არადა, იქნებ ეს თანხა შეგროვდეს”.