1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
კულტურისა და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება.
“ღონისძიებები ჩატარდება კასპის სპორტ-კომპლექსში. 11:00 საათზე იქნება – მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობენ ქალაქის ხუთივე საბავშვო ბაღის 6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელები”, – აცხადებენ გაერთიანებაში.
უწყების ცნობით, 13:30-ზე იქნება ანიმატორების შოუ, 14:30 -ზე კი, კასპის კულტურის ცენტრთან არსებული სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „მზის სხივის“ კონცერტი. ღონისძიების პარალელურად ეზოში ჩატარდება ასფალტზე ხატვა და სახის მოხატვა.
დატოვეთ კომენტარი