შიდა ქართლში საარსებო შემწეობას 58 909 ბენეფიციარი იღებს, აქედან ყველაზე მეტი – 25 567 გორში ცხოვრობს.
“2022 წლის მაისის თვეში კასპში 9069, ქარელში 11 965, ხოლო ხაშურში 12 308 ბენეფიციარმა აიღო საარსებო შემწეობა”, – ინფორმაციას სოციალური მომსახურები სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საარსებო შემწეობის მიმღები პირები განსხვავებულ თანხებს იღებენ იმის მიხედვით თუ რამდენია მათი სარეიტინგო ქულა. დახმარების რაოდენობა 30 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.
დატოვეთ კომენტარი