ახალი ამბები

„საშინელი მტვერი დგება”, – რა მდგომარეობაა ხაშურის ერთ-ერთ ქუჩაზე

ხაშურში, შალვა დადიანის ქუჩაზე მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. სოსო ლომიძის თქმით, მერიიდან არაერთი დაპირება მიიღო მოსახლეობამ, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

“უკვე 3 წელია ერთი და იგივე პასუხი გვესმის მერიიდან, რომ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად მოიცავს ყველა ქუჩას, მაგრამ დღემდე მოუწესრიგებელია, ზაფხულში კიდე უარესი მდგომარეობა საშინელი მტვერი დგება. მით უმეტეს, რომ მთავარი გზაა”, – აცხადებს სოსო ლომიძე, დადიანის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მისივე თქმით, ამ გზაზე გადაადგილდება ხაშურის სახანძროს მანქანებიც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი