სტატიები

რომელ მუნიციპალიტეტს ჰყავს ყველაზე მდიდარი მერი შიდა ქართლში?

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მერებიდან, თენგიზ ჩიტიაშვილი ერთადერთია, რომელსაც საკუთარ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ აქვს. ოთხივე მუნიციპალიტეტის მერების ქონებრივი დეკლრაციები “მოზაიკამ” შეადარა და აღმოჩნდა, რომ მათგან ყველაზე მეტ უძრავ-მოძრავ ქონებას გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფლობს. 

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით:

  • გორის მერის სახელზე რეგისტრირებულია 4 ბინა, 5 მიწის ნაკვეთი, 1 კომერციული ფართი და 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის ფლობელობაშია ასევე 2 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 30 500 აშშ დოლარია. 
  • კასპის მერის სახელზე რეგისტრირებულია 4 ბინა, 1 საცხოვრებელი სახლი, 1 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, 1 კომერციული ფართი, 1 მიწის ნაკვეთი და 1 ავტოფარეხი. ასევე მის მფლობელობაში 2 მსუბუქტი ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 10 500 აშშ დოლარია.
  • ქარელის მერის სახელზე რეგისტრირებულია 3 ბინა და 8 მიწის ნაკვეთი. ასევე მის მფლობელობაშია 1 მსუბუქი ავტომობილი და 1 სასოფლო–სამეურნ ეო მოტორიზებული ტექნიკა, რომელთა ჯამური ღირებულება 11 300 აშშ დოლარია. 
  • ხაშურის მერის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულებად მითითებულია 30 000 ლარი. 

უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები წილებს ფლობენ სხვდასხვა კომპანიებშიც.

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილეა:

  • 50% – შპს ფლოლეს ქონსთრაქშენს
  • 33% –  შპს გგ ჰოუმ
  • 34% – შპს ჩემპიონი
  • 50% – შპს რეფრეში
  • 34% – შპს ლეგასი

კასპის მერი ვახგანგ მაისურაძე 1 კომპანიის მეწილეა:

  • 50% – შპს თვითმმართველობა

ქარელის მერ ზაზა გულიაშვილს და ხაშურის მერ  თენგიზ ჩიტიაშვილს წილები არც ერთ კომპანიებში არ აქვთ დაფიქსირებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.