ახალი ამბები

ხაშურში ზემო სერის ტყე – პარკის აღდგენა სურთ 

ხაშურში ზემო სერის ტყე-პარკის აღდგენა სურთ. ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. 

“ზემო სერის ტყე-პარკი უფროსი თაობის ყველა ხაშურელის მეხსიერებაში საპატიო და სასიამოვნო ადგილს იკავებს, როგორც ულამაზესი ადგილი დასვენებისა და გართობისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა ხაშურის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია. მუნიციპალიტეტი გეგმავს ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და საბოლოოდ, ტყე-პარკი კვლავ გადაიქცევა ხაშურელთათვის საყვარელ ადგილად დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეალიზაციისთვი”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ხაშურის მერიამ ასევე გამოაქვენა აღნიშნული ტყე-პარკის სარეაბილიტაციო გეგმის მონახაზი. უწყებაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში მოქალაქეების რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები