ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა ხაშურელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დააჯილდოეს.
მერიის ცნობით, დაჯილდოვდნენ ის ხაშურელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში წარატებას მიაღწიეს.
“მოზაიკა” გთავაზობთ წარმატებული ხაშურელი სპორტსმენების ჩამონათვალს:
- ლევან ქელეხსაშვილი – საქართველოს ჩემპიონატზე I ადგილის დაკავებისათვის თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი კვინიკაძე საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელი; ვახტანგ კვინიკაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი;
- ბექა კაპანაძე – საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებში I ადგილის დაკავებისათვის ძალოსნობაში. ავთანდილ ხარაზიშვილი წარმატებული სპორტსმენის აღზრდისათვის;
- გიორგი ნოზაძე – საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებში I ადგილის დაკავებისათვის ჭიდაობა სამბოში. მალხაზ ნოზაძე – საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელი;
- ხვიჩა გაფრინდაშვილი – საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებში I ადგილის დაკავებისათვის ქართულ ჭიდაობაში. დიმიტრი მულაძე – წარმატებული სპორტსმენის აღზრდისათვის;
- გიორგი ნასყიდაშვილ – ქ. მინსკში ჩატარებულ ევროპის თასზე II ადგილის დაკავებისათვის ჭიდაობა სამბოში; ბუხუტი ბუხრიკიძე საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელი;
- 6ურამ გოგიჩაშვილი – ევროპის ჩემპიონატზე I ადგილის დაკავებისათვის რაგბში. დავით სტეფანოვი წარმატებული სპორტსმენის აღზრდისათვის;
- გია ხარაიშვილი ევროპის ჩემპიონატზე I ადგილის დაკავებისათვის რაგბში. არსენ გიორგაძე წარმატებული სპორტსმენის აღზრდისათვის
- ლუკა მაისურაძე – ანტალიის გრანსლემზე II ადგილის დაკავებისათვის ჭიდაობა ძიუდოში, ასევე, ქ. სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე I ადგილის დაკავებისათვის ჭიდაობა ძიუდოში. ბეგლარ ხარშილაძე საქართველოს დამსახურებულ მწრთვნელი
- დიმიტრი მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე I ადგილის დაკავებისათვის.
გარდა ამისა, ხაშურის მერიამ დააჯილდოვა მარიამ ბარბაქაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ გადაცემაში “წიგნების თარო”, მე-7 სტუდენტურ სეზონში გამარჯვებისათვის.
დატოვეთ კომენტარი