ახალი ამბები

ხაშურში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში 21 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გ.ბ-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

” გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – განმარტავს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით ( ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.