ახალი ამბები

ქარელის მერიას ავტომობილები 1417 ლარად აქვს დაზღვეული

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ბალანსზე არსებული 7 ავტომობილის სადაზღვევო მომსახურებისთვის 1 417 ლარი გადაიხადა.

უწყებამ ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება ნიუ ვიჟენ დაზღვევას გაუფორმა.

“დაზღვევის პერიოდია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელსაც ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აწერს ხელს.

როგორც ცნობილია, გულიაშვილი გადაადგილდება ქარელის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილით, რომლის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი არის qa-041-rt.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.