ახალი ამბები

ქარელის მერია საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს. უწყებამ ხელშეკრულება სან პეტროლიუმ ჯორჯიას გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“.

ქარელის მერიამ სან პეტრილიუმ ჯორჯიასთან 41 088-ლარიანი ხელშეკრულება კონსოლიდირებული შესყიდვის ფარგლებში გააფორმა.

“შესყიდვის ობიექტია- არაუმეტეს 10 PPM „ევროდიზელის“ მარკის საწვავის გატანა ავტოგასამართი სადგურიდან. საორიენტაციო რაოდენობაა 9600 ლიტრი”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და სან პეტროლიუმ ჯორჯიას წარმომადგენელი თეონა ონიკაძე.

არსებული ინფორმაციით, სან პეტროლიუმ ჯორჯია იგივე “გალფის” ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. დავით კეზერაშვილის შემდეგ კომპანია, “პეტროკას ენერჯი გრუპზე” გაიყიდა. თავის მხრივ, “პეტროკასი” 2014 წელს რუსულმა გიგანტმა და სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტმა” შეიძინა. შესაბამისად დღეს კომპანია “გალფის” მფლობელი, რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“.

დატოვეთ კომენტარი