ახალი ამბები

მე-9 კლასის მოსწავლე სავარაუდოდ, ძალადობის და შანტაჟის მსხვერპლი გახდა

შიდა ქართლის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სავარაუდოდ, ძალადობის და შანტაჟის მსხვერპლი გახდა.

საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა – გავრცელების მუხლით სწავლობს.

პროცესში ჩართულია სოციალური სააგენტოც. მსხვერპლს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით დაენიშნა ფსიქოლოგი.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასის მოსწავლეს თანაკლასელმა ბიჭებმა ჯერ გამაგრილებელ სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარეს, შემდეგ გათიშულ მდგომარეობაში მას ტელეფონით ვიდეო კადრები გადაუღეს და გაუვრცელეს.

გოგონა მას შემდეგ სკოლაში აღარ დადის და სახლში იმყოფება. სავარაუდო ბრალდებულებისთვის ჯერ ბრალის ოფიციალურად გაცნობა არ მომხდარა. ამ საკითხზე არ საუბრობენ არც სკოლის ადმინისტრაციაში და არც საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ ძალადობას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები