გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნისთვის 26 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველომ 104 წლის წინ მოიპოვა ისტორიული დამოუკიდებლობა.
“ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გავიგე რა იყო 26 მაისი, მას შემდეგ არის ჩემთვის განსაკუთრებული დღე. მინდა, ვუსურვო ჩემს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ალბათ არ არის შორს, როცა ეს დიდი იმპერია დაიშლება და ჩვენი აფხაზი და ჩვენი ოსი მეგობრები თავის სამშობლოს დაუბრუნდებიან, საქართველოს”, – ამბობს დავით რაზმაძე.
ინფორმაციისთვის, 26 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. გორში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები იმართება.