ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს სოფელ აძვისში დავით ნიკოლოზის ძე კაპანაძის საფლავი, რომელზე გამოსახული ცნობილი წარწერა:
“მონობაში ტანჯულო დაუვიწყარო დაუვიწყარო მამავ, შენი ნატვრა აღსრულდა. საქართველო განთავისუფლდა”.
აღნუშნული წარწერა, ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
გარდა ამისა, ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლმებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საქართველო- სომხეთის 1918-1919 წლების ომში ხაშურის რაიონიდან გარდაცვლილ მებრძოლთა საძმო სასაფლაო.
დატოვეთ კომენტარი