ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ასხვისებს. უწყებამ განცხადება ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
აუქციონზე 100 კვ. მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 10 000 ლარია.
“აუქციონში გამარჯვებულმა ღირებულება უნდა გადაიხადოს ერთი თვის განმავლობაში”, – განმარტებულია აუქციონის პირობებში.
არსებული ინფორმაციით, აუქციონი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი