ახალი ამბები

ხაშურში მუშაობის დაწყების მიზეზით სწავლა სამმა მოსწავლემ შეწყვიტა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობის დაწყების მიზეზით სწავლა სამმა მოსწავლემ შეწყვიტა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში გასულ სასწავლო წელს სწავლა ხაშურში 8 მოსწავლემ შეწყვიტა. მიზეზებს შორის არის, როგორც მუშაობის დაწყება, ასევე პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება. აღნიშნული მიზეზით სწავლა ორმა მოსწავლემ შეწყვიტა.

“სკოლა ვალდებულია 16 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიერ არ დაუშვას სწავლის მიტოვება/მოსწავლის გარიცხვა. საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არ გააგრძელებს სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება”, – განმარტავს განათლების სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს კანონის მიხედვით რიგ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შესაბამისად, ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.