გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება.
სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 820 000 ლარი გამოყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მშენებლობა უახლოს პერიოდში დასრულდება და ორი სოფლის, მეღვრეკისში და ერგნეთში მცხოვრებ აღსაზრდელებს მოემსახურება.
“საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება”, – განმარტავენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. აღსაზრდელები საბავშო ბაღში მეზობელ სოფელში ან საერთოდ ვერ დადიოდნენ.
დატოვეთ კომენტარი