ახალი ამბები

ხაშურის სკოლებში რეგისტრაცია 317 -მა პირველკლასელმა გაიარა

24 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო.

ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანლის, ზვიად გოგუაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია ორი კვირა გაგრძელდება.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლაში, პირველკლასელთათვის განკუთვნილია 1204 ადგილი,ამ ეტაპზე რეისტრაცია 317 პირველკლასელმა გაიარა. რაც შეეხება ლიმიტებს, ამ დროისთვის ლიმიტი ამოიწურა ხაშურში მდებარე სამ საჯარო სკოლაში”, – განაცხადა გოგუაძემ. 

ინფორმაციისთვის,  2022 -2023 სასწავლო წელს სკოლებში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2022 წლის 1 ოქტომბრამდე შეუსრულდათ.

დატოვეთ კომენტარი