საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხაშურში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რისთვისაც მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
“გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების შესრულებით. 26 მაისს ხაშურში პაატა თედიაშვილი,ოთო ნემსაძე და სოფო საჟინიანი იმღერებენ. ასევე ჩატარდება შეჯიბრი ჭადრაკში მოყვარულთა შორის; დაჯილდოვდებიან წარჩინებული მოსწავლეები; პატარებისთვის გაიმართება ანიმატორების შოუ; კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით” , – ამბობენ ხაშურის მერიაში.
უწყების ცნობით, ხაშურში დილის 8 საათიდან გადაიკეტება კოსტავას ქუჩა მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კინოთეატრის შენობამდე.
დატოვეთ კომენტარი