ახალი ამბები

ხაშურში აგვისტოს დასაწყისში კინოთეატრი გაიხსნება

ხაშურში აგვისტოს დასაწყისში კინოთეატრი გაიხსნება. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, იდეა პარლამენტის ყოფილ წევრს და ბიზნესმენს ვალერი გელაშვილს ეკუთვნის და სწორედ მისი მხარდაჭერით იხსნება კინოთეატრი ხაშურში.

“მას უნდოდა რომ ძველი კინოს ადგილზე თანამედროვე კინოთეატრი გაეკეთებინა. ეს არის საჩუქარი ხაშურელებისთვის ვალერი გელაშვილისგან. მას ამ საქმეში არანაირი ფინანსური მოგება არ ექნება. მოგეხსენებათ, რომ იგი ყოველთვის გამოირჩევა ხაშურელი ხალხის გვერდით დგომით და ახლაც ასე მოხდა”, – ამბობს ზაზა მეხრიშვილი.

მისივე თქმით, გაიხსნება ორი დარბაზი, რომელიც გათვლილია 50 კაცზე. მეხრიშვილი ამბობს, რომ კინოთეატრი უახლესი აპარატურით იქნება აღჭურვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები