ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში ტრენაჟორები ეკლესიის გვერდით მოაწყეს. მერის წარმომადგენლის, თეიმურაზ ხმალაძის ინფორმაციით, ადგილის შერჩევა ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოხდა.
“ადგილის შერჩევა, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა, მოხდა, როგორც ჩვენი, ასევე ადგილობრიvi მცხოვრებლების გადაწყვეტილებით. გვინდოდა, რომ სადაც მჭიდრო დასახლება იყო, იქ გაგვეკეთებინა, რათა ყველას შესძლებოდა მისი გამოყენება. ვფიქრობ, რომ ადგილი მშვენივრად შევარჩიეთ”, – ამბობს თეიმურაზ ხმალაძე.
ინფორმაციისთვის, ტრენაჟორები დაბა აგარაში ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით მოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ” ჯეო პარკი” შეასრულა.
დატოვეთ კომენტარი