ახალი ამბები

ხაშურში 500 000 ლარზე მეტი საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის დაიხარჯება

ხაშურში რუსთაველის, ფარნავაზის აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების საგზაო ორგანიზებისთვის მერია 735 461 ლარამდე დახარჯავს.

“მუნიციპალიტეტის მერიამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს რუსთაველის ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივება, ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტდეს წრიული კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთველის ქუჩამდე გაცალმხრივდეს ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით”, – განმარტავს მერია.

ქუჩების საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება სრულდება 2022 წლის 13 ივნისს და პროექტის ღირებულება შეადგენს 735 461 ლარს.

დატოვეთ კომენტარი