ახალი ამბები

2 აუზი, ტრენაჟორები, კაფე – რას მიიღებს ქარელის მოსახლეობა აუზის გახსნით

“2 აუზი, ტრენაჟორები და კაფე”, – ქარელის საცურაო აუზის გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება. კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნული აუზი ააშენა, ამბობს, რომ აუზი გათვლილია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე პატარებისთვის.

“განხორციელდა 2 საცურაო აუზის მოწყობა. ერთი დიდებისთვის – 25 მეტრი 16 მეტრზე გაბარიტებით – 2 მეტრი სიგრძე და პატარებისთვის 10 მეტრი 8 მეტრზე, თავისი გასახდელებით. მოეწყო სატრენაჟორო დარბაზი და კაფე”, – ამბობს ნიკა ხანიშვილი, საბა კონსტრაქშენის წარმომადგენელი.

ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის განმარტებით, უწყება კაფე-ბარის გაქირავებას აპირებს.

“აუზს ექნება კაფე-ბარი, რომლითაც ისარგებლებენ ბავშვები, მშობლები და პერსონალი. ვაპირებთ, რომ ეს კაფე გავაქირაოთ და ვინც იქირავებს იმან მართოს ეს ობიექტი, რადგან მერიას ამის უფლება არც აქვს და ასე ვთქვათ, არც სურვილი”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

ინფორმაცისთვია, ქარელის საცურაო აუზის გახსნა 2022 წლის ივნისში მოხდება. გულიაშვილის თქმით, ადგილზე დასაქმდება 10-15 კაცი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები