ახალი ამბები

ქარელთან, ორი მანქანა იწვის

ავტობანზე, სოფელ ურბნისთან ორი ავტომობილი იწვის.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მამაკაცი.

“ორი ავტომობილი იწვის. ერთი მამაკაცი დავინახეთ, რომ ძირს ეგდო”, – ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან. სხვა დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.