ქარელთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანია დაშავებული – ამის შესახებ “მოზაიკას” “გორმედიდან” აცნობეს.
სამედიცინო ქსელის წარმომადგენლის თქმით, ორი დაშავებული – ქარელის კლინიკაში, 3 კი გორში გადაიყვანეს.
“ყველა მათგანს უტარდება სამედიცინო კვლევები. როგორც ჩანს, ერთ-ერთი დაშავებული არის ქვეითი”, – უთხრეს “მოზაიკას”.
შეგახსენებთ, რომ ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე მანქანები დაიწვა.
დატოვეთ კომენტარი