ახალი ამბები

კასპის მერია არაანგარიშვალდებული უწყებების ჩამონათვალში მოხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, ორგანიზაციამ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 30 განცხადება გაუგზავნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, უწყებამ არცერთ განცხადებას არ უპასუხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის მერია IDFI-ს ანგარიშში არაანგარიშვალდებული უწყებების ჩამონათვალში მოხვდა.

“2021 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად  შეფასდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; აღნიშნული უწყების გარდა, კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა, მათ შორის არის კასპის მუნიციპალიტეტის მერია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კასპის მერიის გარდა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებები უპასუხოდ დატოვა ხარაგაულის, წალკის, ნინოწმინდის, მესტიის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მერიებმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები