გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსხლოება საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 30 ჰა მიწის ფართობის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ.
“თუ არ დაგვიბრუნდება ეს მიწის ნაკვეთი, საძოვრების გარეშე დავრჩებით და მოგვიწევს გავყიდოთ პირუტყვი, რომელიც ჩვენთვის შემოსავლის წყაროა”, -ამბობენ ადგილობრივები.
არაშენდელები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მათ, აღნიშნული მიწის ფართობი ჩუმად გაუყიდა და სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა.
დატოვეთ კომენტარი