ანალიტიკა / გამოძიება

საცურაო აუზი ქარელში – ვის შეეძლება სარგებლობა და რა სერვისებს შესთავაზებს მოქალაქეებს?

ქარელში საცურაო აუზის გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება. მისი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 471 195 ლარი დაიხარჯა. კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნული აუზი ააშენა, ამბობს, რომ აუზი გათვლილია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე პატარებისთვის.

“2 საცურაო აუზის მოეწყო, ერთი დიდებისთვის – 25 მეტრი 16 მეტრზე გაბარიტებით – 2 მეტრი სიგრძე და პატარებისთვის 10 მეტრი 8 მეტრზე, თავისი გასახდელებით. მოეწყო სატრენაჟორო დარბაზი და კაფე”, – განაცხადა ნიკა ხანიშვილმა, “საბა კონსტრაქშენის” წარმომადგენელმა.

ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის თქმით, აუზის სივრცეში მოწყობილი კაფის ფუნქციონირებას ადგილობრივი ხელუსფლება ვერ შეძლებს, ამიტომ მას გააქირავებენ.

“ვაპირებთ, რომ ეს კაფე გავაქირაოთ და ვინც იქირავებს იმან მართოს ეს ობიექტი, რადგან მერიას ამის უფლება არც აქვს და ასე ვთქვათ, არც სურვილი”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

გულიაშვილის თქმით, საცურაო აუზში ადგილობრივებს დაასაქმებენ, რომლებიც გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩევიან. ინფორმაციისთვის, აღნიშნული საცურაო აუზის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.