ახალი ამბები

ქარელელ 6 წლის ლუკა გოგატიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდისუბანში მცხოვრებ 6 წლის ლუკა გოგატიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 40 000 დოლარი ჯდება. 

“ლუკას უამრავ თანმხლებ დაავადებასთან ერთად, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ განუვითარდა ქვედა კიდურების და მენჯ-ბარძაყის გაძვლოვანება. მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია ჩატარდება თურქეთში, რომელიც 40 000 დოლარი ჯდება. ოჯახმა მთელი დანაზოგით რეაბილიტაციის და მკურნალობის თანხები გადაიხადა, ამიტომ აქვთ თქვენი, კეთილი ადამიანების იმედი. თქვენი 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლუკამ ისევ შეძლოს გადაადგილება”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ლუკა გოგატიშვილის ახლობლები ავრცელებენ.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე, ან დაუკავშირდნენ ოჯახს.

საქართველოს ბანკი:

#GE55BG0000000581010420

ლიბერთი ბანკი:

#GE90LB0711187885667000

მიმღები- ლიანა გოგატიშვილი

ტელეფონი: 599314286

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.