ახალი ამბები

მოჩვენებითი კეთილდღეობა დაგვიხატეს – ირაკლი მილაძე პრემიერის კასპში ვიზიტზე

“მოჩვენებითი კეთილდღეობა დაგვიხატეს, პარტიული აქტივის გარდა ამ შეხვედრაზე არავინ არ იყო”, – ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კასპში ვიზიტს.

“ჩამოვიდა იმისთვის, რომ ტორტის ნაჭრებივით მოლამაზებული კედლები ენახა რამდენიმე ბოძთან ერთად, რომლებიც სააკაძის ძეგლის წინ ჩაარჭეს. წლებია კასპში ზებრა გადასასვლელები არ დახაზულა და პრემიერის ვიზიტს დაუმთხვიეს. დახაზეს მხოლოდ იმ მონაკვეთზე, სადაც ღარიბაშვილს უნდა გაევლო ესკორტით”, – განაცხადა მილაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული ტურნე კასპიდან დაიწყო და ქალაქს 21 მაისს ესტუმრა. მას ადგილზე დახვდა კასპის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში მომუშავე ხალხი, რომელმაც პრემიერს მართლმადიდებლობის და მშვიდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

დატოვეთ კომენტარი