ქარელის მუნიციპალიტეტში ტომრების საქსოვი საამქრო გაქურდეს. დანაშაულში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შემდეგ, საქმემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.
“დილის საათებში ი.ლ-მ უკანონოდ შეაღწია ტომრების საქსოვ საამქროში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტომრების საქსოვი დანადგარების 7 ცალ ძრავს, ასევე გატეხა საამქროში განთავსებული სეიფი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძაფის სახვევ და დასართ ინსტრუმენტებს, ძაფის გამანაწილებელ დანადგარებს”, – განმარტა პროკურატურამ.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის შედეგად საამქრომ 20 700 ლარის ოდენობის ზარალი მიიღო.
საქმე მოსამართლე ირმა გოგალაძემ განიხილა, რომელმაც ბრალდებულს 5 წლიანი გამოსაცდელი ვადა და 7 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.