საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, კასპში ყოფნისას, საცურაო აუზის აშენება სთხოვეს.
“ერთი სათხოვარი მაქვს. მე პედაგოგი ვარ, 21 წლის სტაჟი მაქვს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ბავშვები. ძალიან გვინდა რაიონს ერთი კარგი საცურაო აუზი”, – უთხრა ღარიბაშვილს შორენა შუშაბერიძემ, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, – ” საცურაო აუზი, გასაგებია, გავაკეთებთ”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება.
დატოვეთ კომენტარი